მათთვის, ვისთვისაც დღეს საუკეთესო დროა

Korasa FrontLive

KPI-ების გეიმიფიკაცია ფრონტის თანამშრომლებისთვის

“„Korasa FrontLive” შევქმენი, რათა ფრონტის ხაზის თანამშრომლებს ჰქონდეთ KPI-ების მკაფიო ხილვადობა, მყისიერი უკუკავშირი და მოტივაცია. მჯერა, რომ მარტივი და ინოვაციური ინსტრუმენტები ყველაზე დიდ ცვლილებებს ქმნიან გუნდურ ჩართულობასა და კულტურაში.“

თამარ კელენჯერიძე, “Korasa FrontLive” პლატფორმის ავტორი


რა არის პლატფორმა Korasa FrontLive?

ეს არის გეიმიფიცირებული პლატფორმა, რომელიც რეალურ დროში, ლაივ რეჟიმში ციფრულ ეკრანებზე  გადასცემს KPI-ებსა და გაყიდვების მაჩვენებლებს. თანამშრომლები ხედავენ თავიანთ პროგრესს, იღებენ მყისიერ უკუკავშირს და უკეთ ხვდებიან, თუ როგორ ახდენს გავლენას  მათი მუშაობა საერთო მიზნებზე.“

რატომ პლატფორმა Korasa FrontLive?

  • გაზრდილი მოტივაცია – KPI-ები აღარ არის მშრალი ციფრები; ისინი ცოცხლდებიან ეკრანზე, პროგრეს ბარებით, ბეჯებით და თამაშის სხვადასხვა ელემენტებით. თანამშრომლები ხედავენ მყისიერ პროგრესს, რაც მნიშვნელოვანია ჩართულობისთვის და მოტივაციისთვის. 
  • შემცირებული გადინება – მაღალი ჩართულობის მქონე, მოტივირებული გუნდები, რომლებიც თავს დაფასებულად და აღიარებულად გრძნობენ, ნაკლებად ტოვებენ სამსახურს
  • გამჭვირვალე ამოცანები – მთელი გუნდი ერთ ეკრანზე ხედავს, სად ვართ დღეს და რამდენია დარჩენილი მიზნის მისაღწევად. ეს გამორიცხავს გაუგებრობას და ქმნის ერთიანობის განცდას – ყველა ერთ თამაშშია და ერთი მიზნისკენ მიიწევს.
  • მყისიერი უკუკავშირი – უკუკავშირი როგორც წესი სუსტი რგოლია ბევრ კომპანიაში: თანამშრომლები შედეგებს მხოლოდ კვირების ან თვეების შემდეგ იგებენ, რაც ხშირად დემოტივაციას იწვევს. Korasa FrontLive უზრუნველყოფს დაუყოვნებელ უკუკავშირს და ამცირებს რისკს, რომ მიღწევები დარჩეს შეუმჩნეველი.
  • მარტივი ინტერფეისი – KPI-ები წარმოდგენილია მარტივი ვიზუალური ენით: პროგრეს ბარები, სიმბოლოები, ანიმაციები. თანამშრომლებს აღარ სჭირდებათ რთულ ციფრებში გარკვევა – მათთვის ყველაფერი ერთი შეხედვით ნათელია.
  • კულტურის გაძლიერება – ყოველდღიური მცირე აღიარებები და თამაშის ელემენტები, ქცევებს გარდაქმნის ორგანიზაციულ კულტურად. თანამშრომლები ყოველდღიურ სამუშაოში უკეთ გრძნობენ კომპანიის ღირებულებებს

ვისთვის არის შექმნილი Korasa FrontLive?

  • საცალო ქსელებისთვის (მაღაზიები, სუპერმარკეტები . . . )
  • სწრაფი მომსახურების ობიექტებისთვის (QSR, კაფეები, რესტორნები . . . )
  • მომსახურების კომპანიებისთვის (ბანკები, კლიენტთა მომსახურების ცენტრები . . . )

თუ მზად ხართ ინოვაციური ცვლილებებისთვის და გსურთ გაზარდოთ თანამშრომლების ჩართულობა — დაგვიკავშირდით დეტალებისთვის


“Korasa FrontLive“ არის საავტორო უფლებებით დაცული პლატფორმა.