LEGO® SERIOUS PLAY®
სტრატეგიული დაგეგმარება, რთული საკითხების გადაჭრა და იდეების გაცოცხლება, ლეგოს კუბიკების საშუალებით
რა არის LEGO® SERIOUS PLAY® ?
LEGO® SERIOUS PLAY® არის საერთაშორისო მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანებს, გუნდებსა და ორგანიზაციებს რეალურ დროში – თამაშის პროცესში, სხვადასხვა, მნიშვნელოვანი საკითხების კვლევასა და გადაჭრაში. ეს არ არის უბრალოდ თამაში, არამედ ფასილიტირებული პროცესი, სადაც ისმის თითოეული მონაწილის ხმა, ვიზუალურად წარმოდგენილია იდეები და ხელშესახები ხდება ერთი შეხედვით უხილავი პრობლემები.
მეთოდი უნიკალურია იმით, რომ ის გვერდს უვლის გამჯდარ ჩვევებსა და ავტომატურ ჩარჩო-აზროვნებას. მონაწილეები იკვლევენ სხვადასხვა საკითხს – ემოციებს, ურთიერთობებს, ღირებულებებს – და ერთად ქმნიან საერთო ხედვას.
შედეგი ყოველთვის პირდაპირ არის დამოკიდებული ფასილიტატორის ხარისხზე, რადგან მხოლოდ სწორი მოდერაცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ ღირებულებას და ეფექტის გრძელვადიან გავლენას.
ფასილიტატორის შესახებ
“LEGO® SERIOUS PLAY®-მეთოდით დავინტერესდი როგორც გუნდის ჩართულობისა და კულტურის ტრანსფორმაციის ძლიერი მეთოდით. 2017 წლიდან ვარ სერტიფიცირებული ფასილიტატორი და მას შემდეგ მიმუშავია სხვადასხვა საჭიროების მქონე გუნდებთან – კორპორატიული ღირებულებების გამოკვეთაზე, კულტურის ტრანსფორმაციაზე და სტრატეგიული პროექტების შემუშავებაზე, სადაც გუნდებს სჭირდებოდათ ინოვაციური ხედვები და სტრატეგიული, ახლებური გადაწყვეტილებების მიღება.
ასევე, ვარ LSP ჟურნალის სტატიის ავტორი და კონტრიბუტორი, რაც მაძლევს შესაძლებლობას ვიყო ჩართული გლობალურ დისკუსიაში მეთოდის განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და მეთოდის მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოყენების შესახებ.“
თამარ კელენჯერიძე
როგორ მუშაობს LEGO® SERIOUS PLAY®?
„Hand‑mind connection“ – LSP ტრადიციული შეხვედრებისგან განსხვავებით სცდება მხოლოდ სიტყვიერ დისკუსიას და აზრებს აქცევს ხელშესახებ მოდელებად — მონაწილეები არა მარტო საუბრობენ, არამედ აშენებენ და ქმნიან, რაც კოგნიტიურად ბევრად უფრო ღრმა პროცესია, – ხელების საშუალებით გონება ერთიანად ჩართულია პრობლემის ანალიზში და გადაწყვეტაში.
ემპირიული საფუძვლები – მეთოდი ეფუძნება ორგანიზაციული განვითარებისა და სწავლების თანამედროვე თეორიების პრინციპებს: კონსტრუქტივიზმი (Constructivism), კონსტრუქციონიზმი (Constructionism), მოქმედებაში სწავლა (Action Learning), Flow-ს კონცეფცია და ხელისა და გონების კავშირი. სწორედ ამ საფუძვლების გამო LEGO® SERIOUS PLAY® გამოირჩევა სიღრმითა და ეფექტურობით სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ყველას “ხმა ისმის” – ტრადიციულ შეხვედრებზე ხშირად ხდება ისე, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დომინირებს დისკუსიაში, ზოგი ერიდება აზრის გამოხატვას, ზოგი – საერთოდ არ არის ჩართული პროცესში, შედეგად, ბევრი ღირებული იდეა, ინსაიტი და ინფორმაცია იკარგება. LEGO® SERIOUS PLAY® უზრუნველყოფს, რომ ყველა მონაწილე თანაბრად ჩაერთოს პროცესში.
Storytelling (ამბის თხრობა) და მეტაფორები – თამაშის და LEGO® SERIOUS PLAY®-ის განუყოფელი ნაწილია, მონაწილეები ქმნიან მოდელებს, რომლებზე მეტაფორული საუბრისას რთული იდეები და უხილავი თემები ხელშესახები ხდება.
ინოვაცია – ჩვეული ფიქრის და ფისქირებული წარმოდგენების ჩარჩოებიდან გამოსვლა რთულია, მაგრამ LEGO® SERIOUS PLAY® ერთ-ერთი ძლიერი მხარე ამ ბარიერის გვერდის ავლაა – თამაშითა და სიმბოლური მოდელებით იქმნება ახალი ხედვები და ახალი გზები პრობლემების გადასაჭრელად.
ვისთვის არის LEGO® SERIOUS PLAY®?
- ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ სტრატეგიის დაგეგმვაზე და ხედვის შექმნაზე
- გუნდებისთვის, რომლებსაც სურთ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება
- კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ ინოვაციური იდეებისა და გადაწყვეტების გზებს
- HR და L&D გუნდებისთვის, რომლებიც ქმნიან თანამშრომელთა ჩართულობისა და კულტურის განვითარების პროგრამებს
დაგვიკავშირდით, თუ გსურთ, რომ თქვენმა გუნდმა განსხვავებული პერპექტივით შეხედოს საკუთარ გამოწვევებს, გაზარდოს ჩართულობა და შექმნას ინოვაციური გადაწყვეტები, LEGO® SERIOUS PLAY® სესია სწორედ ამისთვისაა.
