მათთვის, ვისთვისაც დღეს საუკეთესო დროა

თანამშრომლობა

ორგანიზაციებისთვის

  • ორგანიზაციული კულტურის დიაგნოსტიკა და განვითარება
  • ორგანიზაციული ღირებულებების იდენტიფიცირება და დანერგვა
  • HR დეპარტამენტისა და პროცესების ორგანიზაციის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • პერსონალის შეფასება და მოტივაციის სტრატეგიის შემუშავება
  • კონფლიქტების მართვის და კორპორატიული კომუნიკაციის გაუმჯობესება
  • ლიდერობისა და მართვის პრაქტიკების განვითარება

ტრენინგები და ვორკშოპები

  • LEGO SERIOUS PLAY სესიები – სტრატეგიული დაგეგმვის, გუნდური მუშაობისა და ინოვაციების განვითარებისათვის
  • პროფესიული კომპეტენციების განვითარება
  • მენეჯმენტისა და ლიდერობის განვითარება
  • პერსონალური ეფექტიანობის გაძლიერება
  • ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სასწავლო კურსი Headvice Academy-სთან პარტნიორობით

თუ ვერ პოულობ ზუსტად იმ სერვისს, რაც გჭირდება, დამიკავშირდი და ერთად შევიმუშავოთ საუკეთესო გადაწყვეტა თქვენი ორგანიზაციისთვის


განხორციელებული პროექტები

პროექტი : კორპორატიული ღირებულებების სახელმძღვანელო

ორგანიზაცია : ნიკორა ტრეიდი

ამოცანები :

  • ორგანიზაციული ღირებულებების და ქცევითი ინდიკატორების იდენტიფიცირება
  • ღირებულებების სახელმძღვანელო-ლექსიკონის შედგენა
  • ღირებულებების გავრცელებისა და დანერგვის რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

ხანგრძლივობა : 12 თვე


პროექტი : კორპორატიული კომუნიკაციის სახელმძღვანელო

ორგანიზაცია : ნიკორა ტრეიდი

ამოცანები :

  • კორპორატიული კულტურის შესაბამისი კომუნიკაციის საჭიროებების განსაზღვრა
  • კომუნიკაციის კულტურის სახელმძღვანელოს შექმნა
  • ახალი კორპორატიული კომუნიკაციის გავრცელებისა და დანერგვის რეკომენდაციების შემუშავება
  • კომუნიკაციის კულტურის დანერგვის შეფასება

ხანგრძლივობა : 12 თვე


პროექტი : პროფესიული განვითარების სტანდარტების შექმნა

ორგანიზაცია : საჯარო სამსახურის ბიურო

ამოცანები :

  • საჯარო სამსახურში ჰორიზონტალური ფუნქციების ანალიზი
  • ანალიზზე დაფუძნებით საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების სტანდარტების შემუშავება

ხანგრძლივობა : 4 თვე


პროექტი : მწვრთნელთა მომზადების და გადამზადების პროგრამა სპორტის ფსიქოლოგიაში

ორგანიზაცია : საქართველოს სპორტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

ამოცანები :

  • ტრენინგების საჭიროების კვლევა-ანალიზი
  • ინდივიდუალური და ჯგუფური სპორტის სახეობის მწვრთნელებისთვის ტრენინგების დაგეგმვა-ჩატარება
  • კომპეტენციების სამომავლო განვითარების მიზნით ინდივიდუალური გეგმების შედგენა

ხანგრძლივობა : 6 თვე


პროექტი : სტრუქტურირებული გასაუბრებების სახელმძღვანელოს შემუშავება და ტრენინგების ჩატარება

ორგანიზაცია : ევროკავშირის დაფინანსებული PAR პროექტი

ამოცანები :

  • სახელმძღვანელოს შექმნა კომპეტენციებზე დაფუძნებული გასაუბრებების ჩატარების შესახებ
  • ტრენინგების ჩატარება საჯარო უწყებების HR პროფესიონალებისთვის

ხანგრძლივობა : 12 თვე


პროექტი : HR პროცესების ანალიზი და განვითარების რეკომენდაციები

ორგანიზაცია : Policy and Management Consulting Group (PMCG)

ამოცანები :

  • HR პროცესების შეფასება და ანალიზი
  • სამომავლო განვითარების რეკომენდაციების მომზადება
  • თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესების გაძლიერება – ტრენინგი თანამშრომელთა კომპეტენციების შეფასების, განვითარების და პოზიციების გრეიდების თემებზე

ხანგრძლივობა : 6 თვე


პროექტი : კომპეტენციებზე დაფუძნებული HR მართვის გაძლიერება საჯარო სამსახურში

ორგანიზაცია : ევროკავშირის დაფინანსებული PAR პროექტი

ამოცანები :

  • კომპეტენციების მოდელის შექმნის მეთოდოლოგიის განსაზღვრა
  • ძირითადი კომპეტენციების იდენტიფიცირება და დახვეწა
  • კომპეტენციების ლექსიკონის შემუშავება
  • საჯარო სამსახურის ტიპური პოზიციებისთვის კომპეტენციების პროფილების განსაზღვრა

ხანგრძლივობა : 5 თვე


პროექტი : კომპეტენციების ჩარჩოს შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება

ორგანიზაცია : საჯარო სამსახურის ბიურო (CSB) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP)

ამოცანები :

  • კომპეტენციების ჩარჩოს სახელმძღვანელოს შექმნისთვის სიტუაციური ანალიზი
  • არსებული დოკუმენტაციისა და პრაქტიკის შესწავლა
  • სახელმძღვანელოს შინაარსისა და სტრუქტურის საჭიროებებზე მორგება

ხანგრძლივობა : 2 თვე


პროექტი : “Aflatoun” პროგრამის ადაპტაცია და დანერგვა

ორგანიზაცია : ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი

ამოცანები :

  • სახელმძღვანელოს თარგმნა და ადაპტაცია
  • მასწავლებლების ტრენინგი “Aflatoun” მეთოდოლოგიით

ხანგრძლივობა : 8 თვე