World of Statistics-ზე წავიკითხე, თურმე საშუალოდ, ოფისში დასაქმებული თანამშრომელი, 8 საათიდან ნაყოფიერად მუშაობს დაახლოებით 2.5 სთ.
ტოპ დროის მფლანგველები:
- სოც. მედიის შემოწმება 47%
- არასამსახურებრივი საუბრები 38%
- ცხელი სასმელების მომზადება, სნექები 31%
- მეგობრებთან, პარტნიორთან მესიჯობა 24%
- ახალი სამსახურის ძიება 19%
- . . . და ა.შ.
აღარ არის 8 საათიანი სამუშაო დროის დრო, მე-19 საუკუნის დასაწყისში რობერტ ოუენმა რომ თქვა “8 საათი მუშაობისთვის, 8 საათი დასვენებისთვის და 8 საათი ძილისთვისო” მაშინაც ეგონათ 12 საათიანი გრაფიკები რომ 8 მდე შეამცირეს, პროდუქტიულობა დაეცემოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მაშინდელი 8 საათის სამუშაო ახლა გაცილებით ნაკლებ დროში კეთდება, წუთებშიც კი, ელ. ფოსტის გაგზავნა – პასუხის მიღებაც კი კმარა მაგალითისთვის.
ტექნოლოგიები თითქოს ადამიანებისთვის საქმის შესამსუბუქებლად, დროის დასაზოგად ვითარდება, თუმცა, რაც დრო გადის და ვითარდება სამყარო მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ჩვენი თავებისთვის, ურთიერთობებისათვის და ვერ ვასწრებთ ბევრ სასურველ რამეს, რასაც სავარაუდოდ მე-19 საუკუნეში მშვენივრად ასწრებდნენ.
სამუშაო დროის შემცირება, ბევრ საზოგადოებრივ პრობლემას მოაგვარებდა: სოციალურ ურთიერთობებს, ოჯახთან-შვილებთან ურთიერთობას და აღზრდაში მეტ ჩართულობას, ჯანსაღ კვებას, ვარჯიშს, დროის დათმობას ჰობისთვის – რაც თავის მხრივ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება, და რაც ისევ საზოგადოებას უბრუნდება დადებითად.
სამუშაოს კი, ეფექტიანობის მხრივ არაფერი დააკლდებოდა, ისე როგორც ოუენის ინიციატივის მერე ეგონათ და არ დაკლებია მე-19 საუკუნეში.
შეიძლება ის პროდუქტიულობის 2.5 სთიც კი გაიზარდოს, ვინ იცის . . .
World of Statistics – X @stats_feed

